ხელშეკრულება
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გამსესხებელი - შპს „აგრო ინვესტ ჯგუფი“ (ს/ნ 439862597, ფაქტიური მის: თბილისი, დიღმის მასივი I კვარტალი, კორპუსი 7. ფოსტის მის: vipcredit.ge@gmail.com;
ბ) მსესხებელი - ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელზეც გამსესხებელი გასცემს სესხს ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
გ) სესხის ხელშეკრულება - გამსესხებელსა და მსესხებელს შორის ელექტრონული ან სტანდარტული ფორმით დადებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ასევე გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებოპირობებს და რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობისშემდგომ, ხდება ელექტრონულად (რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერასდა მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით).
დ) ხელშეკრულების დადების შეთავაზება (მოწვევა ოფერტზე) - გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის პირობების საკუთარ ვებგვერდზე განთავსება, რომელიც არ წარმოშობს გამსესხებლის ვალდებულებას ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით;
ე) სესხის განაცხადი - გამსესხებლის მიერ საკუთარ ვებგვერდზე განთავსებული ფორმა, რომელიც, სხვა მონაცემებთან ერთად, შეიცავს მითითებას სესხის ოდენობისა და ვადის შესახებ და რომლის ელექტრონულად შევსება და დადასტურება წარმოადგენს მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის გაკეთებულ ოფერტს წინამდებარე ხელშეკრულების დადებაზე.
ვ) ოფერტი - მსესხებლის მიერ სესხის განაცხადის შევსება, რითაც დასტურდება მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულების გაცნობის და გამსესხებლის მიერ შეთავაზებულ პირობებზე დათანხმების ფაქტი;
ზ) აქცეპტი - გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის შესახებ საპასუხო ნების გამოვლენა, რაც დასტურდება მსესხებლის მიერ მითითებულ ელექტონული ფოსტის მისამართზე სესხის არსებითი პირობების შესახებ ინფორმაციის გაგზავნითა და მსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვით. სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვის მომენტიდან;
თ) სესხის თანხა - თანხა, რომელიც გაიცემა მსესხებელზე და ექვემდებარება ამ უკანასკნელის მიერ გამსესხებლისათვის დაბრუნებას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
ი) პროცენტი (საკომისიო) - სარგებელი, რომელიც ერიცხება სესხის თანხას და რომლის გამსესხებლისთვის გადახდის ვალდებულებაც (სასყიდლის ფორმით) მსესხებელს წარმოეშობა სესხის თანხის დაბრუნებასთან ერთად;
კ) პირგასამტეხლო - მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომელიც გამოიყენება მსესხებლის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და გადაიხდება მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. მსესხებელი აცნობიერებს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის გადახდის მიზნებისათვის, შესაძლებელია საჭირო გახდეს დარიცხული თანხის კორექტირება დამრგვალებით. დამრგვალება განხორციელდება სტანდარტული მათემატიკური პრინციპით, 0,5 მეათედამდე, რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას;
ლ) სესხის გადავადების საფასური - მომსახურების საფასური, რაც გადაიხდება სესხის ვადის გადავადებისათვის;
მ) გამსესხებლის საბანკო ანგარიში - გამსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც მითითებულია მის ვებგვერდზე;
ნ) მსესხებლის საბანკო ანგარიში - მსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც მითითებულ იქნება მსესხებლის მიერ, ან რომლიდანაც ხორციელდება საცდელი გადახდა და რომელზეც გადაირიცხება სესხის თანხა;
ო) იდენტიფიკაცია - მსესხებლის მიერ სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ გამსესხებლის ანგარიშზე სიმბოლური თანხის (1 თეთრი) გადარიცხვა ან გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმება, მათ შორის ტელეფონით, რომლის მიზანია მსესხებლისა და მისი ანგარიშსწორების ანგარიშის იდენტიფიკაცია (გადამოწმება);
პ) მიმდინარე დავალიანება - მსესხებლის მიერ გამსესხებლის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება კონკრეტულ დროის შუალედში, რომელიც მოიცავს დაბრუნებას დაქვემდებარებულ სესხის თანხას, დარიცხულ პროცენტსა და პირგასამტეხლოს, ასანაზღაურებელი ხარჯების ჩათვლით;
ჟ) სესხის დაბრუნების თარიღი - სესხის დაბრუნების ვადის ბოლო დღე, როდესაც მსესხებელს წარმოეშობა აღებული სესხის უკან დაბრუნების ვალდებულება;
რ) სესხის ვადა - გამსესხებლის ვებგვერდზე მითითებული სტანდარტული ვადებიდან ერთ-ერთი, რომელიც მსესხებლის მიერ სასესხო განაცხადის შევსებისას მითითებულია ვებგვერდზე და გამსესხებლის საპასუხო ნების გამოვლენით დადასტურებული;
ს) გადავადება - გამსესხებლის თანხმობით სესხის ვადის გაგრძელება მსესხებლის მიერ საკომისიოს გადახდის შემდგომ;
ტ) გამსესხებლის ვებგვერდი - vipcredit.ge
უ) პერსონალური კოდი - მსესხებლისათვის გამსესხებლის მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი, რომელიც გამოიყენება მსესხებლის იდენტიფიცირებისათვის.

2. ზოგადი დებულებები

2.1. სასესხო განაცხადის შევსებით მსესხებელი ადასტურებს, რომ:
ა) არის ფიზიკური პირი 21-დან 65 წლამდე;
ბ) გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი სხვა მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს გამსესხებლის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულადაცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
გ) აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე და ითვლება საქართველოს რეზიდენტად საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;
დ)არ აქვს შეუსრულებელი ან ვადაგადაცილებული სასესხო ვალდებულებები გამსესხებლის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მიმართ;
ე)არ არის დარეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
ვ)არ გააჩნია უარყოფითი საკრედიტო ისტორია და არარსებობს ისეთი ვალდებულებები, რომლებიც უარყოფითად აისახება მის გადახდისუნარიანობაზე;
ზ) გაეცნო ამ ხელშეკრულების პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
თ) მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი.
2.2. სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ, სესხის გაცემამდე, გამსესხებელი უფლებამოსილია მოიძიოს/გადაამოწმოს მსესხებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო, სს კრედიტინფო საქართველო) და ა.შ. რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას. მსესხებელი აცნობიერებს, რომ მცდარი ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა გახდეს სესხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
2.3. მსესხებელს უნდა გააჩნდეს აქტიური ანგარიში საქართველოში მოქმედ რომელიმე კომერციულ ბანკში.

3. სესხის განაცხადი და სესხის გაცემა

3.1. სესხის მისაღებად მსესხებელი გამსესხებლის ვებგვერდის გამოყენებით ავსებს სესხის განაცხადს, რომელშიც მითითებულია სასურველი სესხის ოდენობა და ვადა. სესხის განაცხადის შევსებით და ველი „ვადასტურებ, რომ გავეცანი vipcredit.ge - ს ხელშეკრულებას და ვეთანხმები მას“ მონიშვნით მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებისა და გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს, ეს პირობები მისთვის მისაღებია და იგი ავლენს სესხის ხელშეკრულების დადების ნებას ამ პირობებით (აკეთებს ოფერტს).
3.2. სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ ხდება იდენტიფიკაცია (მსესხებლისა და მისი ანგარიშსწორების ანგარიშის იდენტიფიცირების მიზნით მსესხებელი ახდენს გამსესხებლის ანგარიშზე სიმბოლური თანხის (1 თეთრი) გადარიცხვას ან ხდება გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმება).
3.3. იდენტიფიკაციის დასრულების შემდგომ გამსესხებელი იღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემის თაობაზე. გამსესხებელი უფლებამოსილია, უარი თქვას სესხის გაცემაზე და აცნობოს ამის შესახებ მსესხებელს. გამსესხებელი არ არის ვალდებული დაასაბუთოს სესხის გაცემაზე უარის მიზეზ(ებ)ი.
3.4. გამსესხებელი, სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მსესხებელს, მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე უგზავნის ინფორმაციას სესხის არსებითი პირობების შესახებ და ახდენს სესხის თანხის მსესხებლის ანგარიშზე გადარიცხვას. გადარიცხვის მომენტიდან სესხი გაცემულად ითვლება.
3.5. მსესხებელს უფლება აქვს გამოიყენოს სესხი ნებისმიერი კანონიერი მიზნისათვის.
3.6. გამსესხებელი უფლებას იტოვებს, ცალმხრივად მოახდინოს პროცენტის შემცირება(დაგეგმილი აქციების ან სხვაგვარი სარეკლამო აქტივობების პერიოდში) და აღნიშნული ცვლილება არ საჭიროებს მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებას.

4. გადახდის პირობები

4.1. სესხის თანხა და პროცენტი გადაიხდება სესხის ვადის ბოლო დღეს.
4.2. თუ გადახდის დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, გადახდის დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო სამუშაო დღე.
4.3. გადახდები ხორციელდება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით შესაბამისი დანიშნულების მითითებით. მსესხებლის ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან.
4.4. გადახდები ხდება სესხის თანხის ვალუტაში. სხვა ვალუტაში თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში მსესხებლის ვალდებულება გამსესხებლის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება, ხოლო განსხვავებულ ვალუტაში ჩარიცხული თანხა უკან დაუბრუნდება მსესხებელს, გადარიცხვასთან/უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო ხარჯების გამოკლებით. ამასთან, დაუშვებელია გამსესხებლისთვის აღნიშნულ თანხაზე გამსესხებლის მფლობელობაში ყოფნის გამო რაიმე სახის სარგებლის მოთხოვნა.
4.5. მსესხებლის იდენტიფიცირების მიზნით, მსესხებელი ვალდებულია, უზრუნველყოს თანხის შეტანის დანიშნულებაში მსესხებლის სახელის, გვარის და მსესხებლისთვის მინიჭებული პერსონალური კოდის მითითება.
4.6. თუ გამსესხებელი იღებს გადახდას, რომლის ამოცნობა შეუძლებელია, ამოცნობის მომენტამდე მსესხებლის ვალდებულება გამსესხებლის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება და გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დააკისროს პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულების შესაბამისად.
4.7. მსესხებლის მიერ გადახდილი თანხებით პირველ რიგში იფარება დარიცხული პროცენტი,შემდეგ პირგასამტეხლო, ასანაზღაურებელი ხარჯები და ბოლოს სესხის თანხა. თუ გადახდილი თანხები საკმარისი არ არის პროცენტისა და სესხის თანხის დასაფარად, შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დაკისრება და მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას სესხის დაფარვის ზემოაღნიშნულ რიგითობაზე.
4.8. სესხი დაფარულად ჩაითვლება და სასესხო ურთიერთობა წყდება (ვალდებულების შესრულებით) გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის, მასზე დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოსა და ასანაზღაურებელი ხარჯების შესაბამისი თანხის(არსებობის შემთხვევაში) სრულად ჩარიცხვის შემთხვევაში. თანხის ნაწილობრივი გადახდაარ ითვლება ვალდებულების შესრულებად და შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დარიცხვა.
4.9. მსესხებელი უფლებამოსილია მოახდინოს სესხის ვადამდე სრულად დაფარვა. სესხის ვადამდე სრულად დაფარვის შემთხვევაში მსესხებელი იხდის სესხის თანხას და პროცენტს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც პროცენტი გადასახდელი იქნებოდა სესხის დაბრუნების ვადის ბოლო დღისათვის. მსესხებელი არ არის ვალდებული აცნობოს გამსესხებელს წერილობით ან სხვა ფორმით სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შესახებ. ასეთი გადახდა ადასტურებს მსესხებლის სურვილს, განახორციელოს მთლიანი გადახდა ვადაზე ადრე.

5. ხელშეკრულების შეწყვეტა მსესხებლის ინიციატივით

5.1. მსესხებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება მისი ძალაში შესვლიდან 14 დღის განმავლობაში, გამსესხებლის იურიდიულ მისამართზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნით .
5.2. მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულებისშეწყვეტისშეტყობინებაში მიუთითოსშემდეგი ინფორმაცია:
ა) გამსესხებლის სახელწოდება და იურიდიული მისამართი;
ბ) მსესხებლის პერსონალური კოდი;
გ) ინფორმაცია ხელშეკრულების შეწყვეტისა და სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შესახებ;
ე) განცხადების შედგენის დრო და ადგილი;
ვ) მსესხებლის სახელი და გვარი გარკვევით, ხელმოწერა.
5.3. თუ მსესხებელი გამოიყენებს 5.1. პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, იგი ვალდებულიაგადაიხადოს სესხის თანხა 30 კალენდარული დღის გამავლობაში იმ მომენტიდან, როდესაც გამსესხებელი მიიღებს წერილობით შეტყობინებას ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მსესხებელი ასევე ვალდებულია გადაიხადოს პროცენტი სესხის გამოყენების ფაქტიურივადის მიხედვით, აგრეთვე დაფაროს გამსესხებლის მიერ გაწეული ხარჯები (არსებობის შემთხვევაში).

6. სესხის გადახდის დაგვიანების საფასური

6.1. სესხის ვადის დასრულების მომდევნო დღიდან საჭიროა გადაიხადოთ დაგვიანების საფასური, რომელიც განისაზღვრება შემდეგნაირად: 7 დღე - 5.5%, 14 დღე 12% და 30 დღე 20%.
6.2. გამსესხებელი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ მსესხებელს შესთავაზოს სესხის დაფარვის ე.წ. ინდივიდუალური გრაფიკი. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით აქვე დაზუსტებულია, რომ ინდივიდუალური გრაფიკის შემოთავაზება წარმოადგენს გამსესხებლის დისკრეციულ უფლებას და არა ვალდებულებას და მსესხებელს არ შეუძლია მოსთხოვოს გამსესხებელს ასეთი უფლების განხორციელება.

7. სხვა სესხის მიღება

7.1. მიმდინარე სესხის ბოლომდე დაფარვის შემდგომ მსესხებელს აქვს გამსესხებლის ვებგვერდზე მოცემული სხვა (ახალი) სესხის მიღების შესაძლებლობა.
7.2. ახალი სასესხო განაცხადის შევსებით მსესხებელი ეთანხმება სასესხო განაცხადის შევსების დღეს ვებგვერდზე არსებულ პირობებს და აცნობიერებს, რომ ყველა შემდგომ აღებულსესხზე გავრცელდება წინამდებარე ხელშეკრულების დებულებები.

8. პასუხისმგებლობა

8.1. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
8.2. მსესხებელი ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებაში მოცემული ყველა პირობა და სრულიად აცნობიერებს გადახდების შეყოვნებასთან დაკავშირებულ შედეგებს.
8.3. მსესხებელი პასუხს აგებს გამსესხებლის წინაშე ხელშეკრულებაში მოცემული ინფორმაციის სიზუსტეზე და სისრულეზე, ვებგვერდზე დარეგისტრირებისას მითითებულიინფორმაციის სიზუსტეზე, ყველა იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელიც მან გამსესხებელს მიაწოდა ხელშეკრულების დადებისას, დადებამდე ან დადების შემდგომ.
8.4. სესხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დაარიცხოს დაგვიანებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კომპანიის შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო არ დაირიცხება, თუ მსესხებელი გადახდის ვადას გადააცილებს არაუმეტეს 5 (ხუთი) დღისა. თუ სესხის გადახდა მოხდება 5 (ხუთი) დღის შემდეგ, მსესხებელს დაეკისრება სრული მოცულობის პირგასამტეხლო (ერთჯერადად 25 ლარის ოდენობით). ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მსესხებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვის ვალდებულებებისაგან.
8.5. მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებებისდარღვევით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულიაფორსმაჟორით.
8.6. ფორსმაჟორი არის მოცემულ შემთხვევაში აუცდენელი და უძლეველი ძალა, რომელიცდგება მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად და ატარებს წინასწარ გაუთვალისწინებელხასიათს, მათ შორის მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, ომი, აგრეთვე სხვა გარემოება,რომელიც შეუძლებელს ხდის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ანიწვევს არათანაზომიერად დიდ ხარჯებს მათ შესასრულებლად.
8.7. თუ ერთ-ერთი მხარე ფორსმაჟორის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგივალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/დადასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდებანაკისრი ვალდებულებებისაგან.
8.8. მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება ფორსმაჟორის მოქმედებისდასრულებისთანავე.

9. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

9.1. გამსესხებელი უფლებამოსილია დაამუშავოს მსესხებლის მონაცემები (შეგროვება, შენახვა, აღრიცხვა, დარეგისტრირება, გადაცემა და სხვა), ასევე გადასცეს მესამე პირს და მიიღოს მისგან მსესხებელზე ინფორმაცია.
9.2. ამ ხელშეკრულებით მსესხებელი გამსესხებელს ანიჭებს უპირობო უფლებას მსესხებლის შესახებ ინფორმაცია მსესხებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე გადასცეს სს „კრედიტინფო საქართველოს“ (რეგისტრირებული მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წ. 14 თებერვალს, რეგისტრაციის #06/5-51), რაც იწვევს მსესხებლის აღრიცხვას სს „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში, რომლისმიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადაუხდელი სესხებისა და სხვა შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან და ასევე ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გავრცელება ფიზიკური და იურიდიული პირების მიმდინარე დაგადახდილი სესხების/ვალდებულებების შესახებ.
9.3. გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: მსესხებლისსაიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას,მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, მსესხებლის მიერ სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო სამართალწარმოების და სააღსრულებო წარმოების შედეგებს.

10. ხელშეკრულების შეწყვეტა

10.1. გამსესხებელს შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:
ა) მსესხებელი აგვიანებს გადახდას 15 დღეზე მეტ ხანს;
ბ)გამსესხებელისათვის ცნობილი ხდება, რომ მსესხებლის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება, რომლის შესაბამისად მსესხებელს შესაძლებელია დაეკისროს მატერიალური ხასიათის ვალდებულება, რომლის მოცულობაც აღემატება გაცემული სესხის თანხას, ან მსესხებელი მოხვდა მოვალეთა რეესტრში და მისი ვალი აღემატება სესხის თანხას ან/და მსესხებელი დაპატიმრებულია;
გ) გამსესხებლისათვის ცნობილი ხდება, რომ ხელშეკრულების დადებისას მსესხებელმა მას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია;
დ) მსესხებლი გახდა გადახდისუუნარო.
10.2. გამსესხებელი ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულებას, თუ დაკისრებული პირგასამტეხლო გადააჭარბებს დაგვიანებული თანხის ორმაგ ოდენობას.
10.3. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია პირველიმოთხოვნისთანავე გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველაგადასახდელი თანხა, დარიცხული პროცენტისა და არსებობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ჩათვლით.

11. შეტყობინება

11.1. წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეტყობინება მსესხებელს შესაძლოა გაეგზავნოს:
ა) მის მიერ მითითებულ მისამართზე;
ბ) ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
გ) მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით.
11.2. მსესხებლის მიერ მითითებულ მისამართზე შეტყობინების ჩაბარება შესაძლებელია ყოველდღე, 09:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ დროს შესაბამის მისამართზე არ იმყოფება არცერთი პირი ან პირი უარს აცხადებს შეტყობინების ჩაბარებაზე.
11.3. შეტყობინების ჩაბარების მიზნებისათვის უფლებამოსილ პირად ითვლება ნებისმიერი პირი მიუხედავად იმისა, წარმოადგენს ის თუ არა უშუალოდ მსესხებელს ან მისი ოჯახის წევრს. ამ პირისთვის შეტყობინების გადაცემა ითვლება მსესხებლისთვის შეტყობინების ჩაბარებად.
11.4. მსესხებელი,ყოველდღე, 09:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, უზრუნველყოფს ელექტრონული ფოსტითა და მობილური ტელეფონის საშუალებით შეტყობინების მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გაგზავნის მომენტიდან.
11.5. 11.1 პუნქტით გათვალისწინებულ საშუალებებს შორის არჩევის უფლება აქვს გამსესხებელს. გამსესხებელი უფლებამოსილია შეტყობინების გაგზავნისათვის გამოიყენოს ერთ-ერთი, რამდენიმე ან ყველა საშუალება. ამასთან, ერთ-ერთი საშუალების გამოყენებით შეტყობინების ჩაბარება საკმარისია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის და მსესხებელი არ არის უფლებამოსილი დაეყრდნოს იმ ფაქტს, რომ გამსესხებელმა ჩაბარების მცდელობა არ განახორციელა რამდენჯერმე ან რამდენიმე თუ ყველა საშუალებით.
11.6. მსესხებელი ადასტურებს, რომ თანახმაა გამსესხებელთან ელექტრონული ფორმით სესხისხელშეკრულების დადების შემდგომ მიიღოს ანგარიშსწორება და მიმოწერაელექტრონულად, დოკუმენტაციაზე პირდაპირი მექანიკური გზით ხელმოწერის გარეშე. მსესხებელი ინფორმირებულია, რომ გამსესხებლის მიერ წარდგენილი ანგარიში ატარებს საინფორმაციო ხასიათს და მისი მიუღებლობა არ გულისხმობს სესხის თანხის, გადასახდელი პროცენტის ან პირგასამტეხლოს გადაუხდელობას.
11.7. თუ იცვლება მსესხებლის მიერ მითითებული ანგარიში ან ხელშეკრულებაში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო მონაცემები, მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ გამსესხებელს და მიაწოდოს ყველა შეცვლილი ინფორმაცია. საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მსესხებლის საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად.
11.8. 11.6 პუნქტით გათვალისწინებული, ასევე სხვა ნებისმიერი შეტყობინება გამსესხებლის მიერ მიღებულად ჩაითვლება, თუ ის შედგენილია წერილობით და ბარდება გამსესხებელს მისამართზე.
11.9. თუ გამსესხებელმა მსესხებელს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაუგზავნაწერილობითი შეტყობინებები ვადაგადაცილების შესახებ ან ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა შეკვეთილი წერილები, მას აქვს უფლება მოითხოვოს მსესხებლისგან გაწეული ხარჯების ანაზღაურება, მაგრამ არაუმეტეს 10 ლარისა ერთი წერილისათვის.

12. უფლებამონაცვლეობა

12.1. გამსესხებელი უფლებამოსილია, მსესხებლის თანხმობის გარეშე, ამ ხელშეკრულებიდანგამომდინარე უფლებები და მოთხოვნები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა პირს.
12.2. მსესხებელი, გამსესხებლის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.
12.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა უფლება-მოვალეობა ვრცელდება ორივე მხარის უფლებამონაცვლეებზე.

13. დავების გადაწყვეტა

13.1. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმებით.
13.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე.

14. სხვა პირობები

14.1. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არღვევს ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს სესხის დროულად დაფარვასთან მიმართებაში, გამსესხებელი იტოვებს უპირობო უფლებას მსესხებლის შესახებ ან/და მსესხებელთან დაკავშირებული გამსესხებლისათვის ცნობილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადასცეს დებიტორული ვალდებულებების შესახებ შესაბამის კომპანიას, არსებული დავალიანების ამოღების მიზნებისათვის.
14.2. დაგვიანებული თანხის ამოღების შემთხვევაში ამოღების ხარჯებს ფარავს მსესხებელი, რაზეც მსესხებელი არის თანახმა. გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელზე ინფორმაცია გადასცეს სხვა კრედიტორებს, მათი უფლებების დასაცავად.
14.3. მსესხებელი უფლებამოსილია, მიმართოს გამსესხებელს და მიიღოს გამსესხებლის ხელმოწერით დადასტურებული ხელშეკრულება.

ბეჭდვაელფოსტა

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი:
თბილისი, დიღმის მასივი
I კვარტალი, კორპუსი 7
ტელ: 2432866
ელ.ფოსტა: vipcredit.ge@gmail.com
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 20:00 სთ-მდე
შაბათი: 10:00-დან 14:00 სთ-მდე
{literal} {/literal}